ავტორი: ტატო ნიკურაძე

არფანგ დაფე: სამტრედია საკმაოდ ამბიციური გუნდია

არფანგ დაფე: სამტრედია საკმაოდ ამბიციური გუნდია
21-07-2020, 19:54
 
   

საფეხბურთო კლუბი სამტრედია გაძლიერებას განაგრძობს. იმერულმა კლუბმა ამჯერად თბილისის დინამოდან არფანგ დაფე დაიმატა. 29 წლის სენეგალელი ნახევარმცველი თბილისის დინამოს საკუთრებაა და ის იმერულ კლუბს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა.

სამტრედიაში გადასვლის შემდეგ, არფანგ დაფემ Blogsport.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"ჯერჯერობით, კლუბთან ერთად არ მივარჯიშია, მაგრამ დავესწარი სამტრედიას ვარჯიშს, სამწვრთნელო პროცესს და საკმაოდ შეკრული და ამბიციური კლუბია.
გუნდში დიდი გეგმები აქვთ და მიხარია, რომ ასეთ კლუბში მოვხვდი. იმედია, წარმატებული სეზონი გვექნება."
-ამბობს არფანგ დაფე.