ავტორი: ტატო ნიკურაძე

კახა ჩხეტიანი: მარცხი ჩემი ბრალია. შეცდომები დავუშვი

კახა ჩხეტიანი: მარცხი ჩემი ბრალია. შეცდომები დავუშვი
19-08-2020, 23:51
 
   

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, თბილისის დინამო, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო არენაზე" ალბანურ ტირანასთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. მარცხი ჩემი ვრალია. რატომ დავაყენე ეს შემადგენლობა? ეს თქვენი შეფასებაა. სხვა ფეხბურთელები რომ დამეყებინა სასტარტოში და ასე მომხდარიყო მაშინაც იგივეს იტყოდით.

იმედიანად ვიყავით, ბიჭებზე ვერ ვიტყვი, რომ უგულოდ ითამაშეს, მაგრამ ტირანამ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს.

ჯერ დინამოში ვარ, თუ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ვერ განვითარდით წავალ.- ამბობს კახა ჩხეტიანი