ავტორი: ლევან ქობალია

ტირანას მწვრთნელი: დღევანდელი მოგება დავიმსახურეთ

ტირანას მწვრთნელი: დღევანდელი მოგება დავიმსახურეთ
20-08-2020, 11:25
 
   

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამომ ალბანურ ტირანას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან სტუმართა მთვარმა მწვრთნელმა ნდუბუისი ეგბომ ისაუბრა. 

"დინამო ისეთი გუნდი დაგვხვდა, როგორიც ვიცოდით. ფლანგებზე სერაფად მოქმედებდნენ, ზოგადად მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ეს თამაშიც გამოჩნდა, თუმცა ჩვენი მიზანი იყო პირველ და მეორე ბურთზე გვეთამაშა ხისტად და გამოგვივიდა მათი ბლოკირებაც.

როგორც ადრე, როცა 2003 წელს დინამო დავამარცხეთ, ახლაც ამის იმედი მქონდა, რომ გავიმარჯვებდით. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება ერთმატჩიანი იყო ვიცოდით, რომ მარტივად არავინ დაგვითმობდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავით, რომ მოვიგებდით.

როცა გავიგეთ, რომ დინამოსთან უნდა გვეთამაშა, გაგვიხარდა, რადგან შედარებით სუსტი მეტოქე გვარგუნა წილისყრამ. 

დღევანდელი მოგება დავიმსახურეთ. ეს გამარჯვება გუნდს შეკრავს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს."