ავტორი: ლევან ვარდოსანიძე

მესი და ბარსელონა ერთმანეთის წინააღმდეგ: ეს ომია!

მესი და ბარსელონა ერთმანეთის წინააღმდეგ: ეს ომია!
26-08-2020, 13:43
 
   

ბარსელონას მთავარ გუნდში გატარებული 16 წლის შემდეგ, ლიონელ მესის კატალონიური კლუბის დატოვების სურვილი აქვს.

სამშაბათს, ლეომ კლუბში ფაქსი გაგზავნა, რომელშიც მან კლუბის ხელმძღვანელებს ზემოთ ხსენებული სურვილის შესახებ აცნობა. მეორე საკითხია, რომ არგენტინელი კლუბის დატოვებას უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს, მის კონტრაქტში ჩადებული პირობა კი მას სეზონის ბოლოს ამის უფლებას აძლევს.

თეორიულად, ხსენებული პუნქტი მოქმედებაში 10 ივნისიდან უნდა მოსულიყო და გამოყენების უფლება საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე დაახლოებით 20 დღით ადრე არსებობდა თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა ცვლილებებმა კორექტირება ამ საკითხშიც შეიტანა.

კატალონიელები სწორედ ამ პუნქტს ეჭიდებიან, თუმცა ფიფა ნათლად განმარტავს, რომ სეზონი დასრულებულად ითვლება უკანასკნელი მატჩის და არა რომელიმე კონკრეტული თარიღის გასვლის შემდეგ.

"ბლაუგარას" წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ მესის კონტრაქტი ძალიან ცალმხრივია, ისინი ამტკიცებენ რომ ლეოს ხსენებული უფლება 10 ივნისიდან უნდა გამოეყენებინა, ახლა კი მისი კონტრაქტი აბსოლუტურად მოქმედია.

აქიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მოცემულ მომენტში მხარეების პოზიცია მომავალ კარიერულ ნაბიჯებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულია.

შექმნილმა გარემოებამ, რასაკვირველია, უკმაყოფილება გამოიწვია ბარსელონას ფანებში, კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ სამშაბათს სასწრაფო შეხვედრა ჩანიშნა დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან, სწორედ ამ დროს კამპ ნოუს ირგვლივ შეიკრიბნენ ბარსას ფანები, რომლების ბართომეუს გადადგომას ითხოვდნენ.

ადგილზე მალევე გაჩნდა პოლიცია და თავშეყრის ადგილი კორონავირუსის წესებიდან გამომდინარე მალევე დაშალა.

სხვათაშორის კლუბის პრეზიდენტის მისამართით იგივე მოთხოვნით გამოვიდა ბარსას ლეგენდარული მცველი, კარლეს პუიოლი.

ეს არის საგა, რომელიც როგორც ჩანს ჯერ მხოლოდ სასაწყისშია, ახლო მომავალში ეს ყველაფერი სავარაუდოდ კიდევ უფრო მწვავე დაპირისპირებაში გადაიზრდება.