ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი

ისტორიული შანსი, რომელიც არაფერს ამთავრებს და საუბრები წარსულიდან

ისტორიული შანსი, რომელიც არაფერს ამთავრებს და საუბრები წარსულიდან
3-09-2020, 11:04
 
   

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონს, 5 სექტემბერს, ტალინში, ესტონეთის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით დაიწყებს. თუმცა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის მთავარი მოლოდინი, ერთა ლიგის წინა გათამაშების ფინალურ ეტაპს უკავშირდება.

რათქმაუნდა, ეს ისტორიული შანსია როგორიც არასდროს გვქონია. იმის თქმაც ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, რომ ერთადერთ დადებით რეზულტატად, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა შეიძლება შეფასდეს.

მაგრამ, მოდით განვიხილოთ რა დივიდენტები შეიძლება მოგვიტანოს ამ შედეგმა და რა გახლავთ არარეალური. პუნქტობრივად რომ მივყვეთ, ერთერთი პირველი ნაკრების მოთამაშეების გაცილებით კარგი საკლუბო კარიერა წარმოგვიდგება. ასევე, შეგვიძლია ვისაუბროთ ფეხბურთის ბუმზე, მეტი ბავშვი ფეხბურთზე და გაცილებით მეტი ადამიანი ირწმუნებს, რომ ქართული ფეხბურთის დიდი მომავალი აქვს. ალბათ გამოჩნდება რამდენიმე ინვესტორი მაინც, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებას გადაწყვეტს. აქვე დავსძენ, რომ ძირითად შემთხვევებში დაახლოებით ჩვენი დონის ქვეყნებში, სანაკრებო წარმატება აუცილებელი წინაპირობა არ გამხდარა ფეხბურთში სერიოზული ინვესტირების.

ახლა უკვე არარეალურ რწმენებზე, ბევრი გულშემატკივარი თუ მედია, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას, ყველა ძველი თუ მიმდინარე პრობლემების გადაჭრის გზად მოიაზრებენ. თუმცა, მრავალი მაგალითი წინ გვიდგას, პატარა ქვეყნები გადიან ევროპაზე, ასპარეზობენ, ამას მოჰყვება რამდენიმე კარგი ტრანსფერი, ევროპის ტოპ ჩემპიონატებში და აქ რჩება ყველაფერი. რათქმაუნდა, გარკვეული მიზიზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით, არსებობს რამდენიმე საპირისპირო პრეცენდენტიც, თუმცა ძირითად შემთხვევაში თუ ქვეყანას არაქვს განვითარების მრავალწლიანი გაწერილი გეგმა, ეს ყველაფერი ძალიან მალე სრულდება.

საუბრები წარსულიდან:

რაც შეეხება საუბრებს წარსულიდან, საქართველოს ნაკრების ექს-დამრიგებელი, თემურ ქეცბაია, რომელიც ეროვნულ გუნდს 2009-2014 წლებში ხელმძღვანელობდა, ყველაზე მეტად ერთ პრობლემაზე საუბრობდა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელების უთამაშებლობას უკავშირდება. ეს პრობლემა მართლაც ძალიან მძაფრად იდგა, მრავალი წლის განმავლობაში. ეროვნულ ჩემპიონატში გამოვოარეთ ლიმიტების პერიოდიც, როცა გარკვეული რაოდენობის 21-წლამდე ფეხბურთელის თამაში იყოისავალდებულო, თუმცა ბევრი მწვრთნელი ამ ყველაფრის გვერდის ავლას ცდილობდა.

თუმცა, დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ, ქართულ გუნდებში ბევრმა თანამედროვედ მოაზროვნე სპეციალისტმა ამოიწია. გუნდების უმრავლესობაში ჩაინერგა, რომ აუცილებელი არაა ყველა ვეტერანმა ფეხბურთელმა, 35-წლამდე ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს ანდა უმაღლესი დივიზიონის გუნდში ირიცხებოდეს.

მართლაც მართალი ყოფილა, კვიპროსუის "ანორთოსისის" ქართველი თავკაცი. გავილებით მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დაწინაურდა, მიუხედავად ჩვენი ჩემპიონატის ძალიან დაბალი დონისა, ქართველი ფეხბურთელები მსოფლიოს ტოპ ტალანტებს შორის ხვდებიან და ეს უკვე აღარაა, ცრუ იმედების შექმნა, როგორც წლების წინ გვახასიათებდა თთითეულ ჩვენთაგანს. UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დასახელებულ ტოპ 50 ტალანტს შორის, 2019 წელს გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კავარაცხელია, ხოლო, 2020 წელს ზურიკო დავითაშვილი შეიყვანა.

UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ჩაკვეტაძის შესახებ შემდეგს წერდა:

"შემტევი ნახევარმცველი მაღალ სისწრაფესა და ბრწყინვალე ტექნიკას ფლობს, რის გამოც მას ბელგიაში უკვე შეარქვეს ქართველი კაკა".

ჩვენებურები ისეთი ტალანტების გვერდით მოხვდნენ, როგორებიც არიან:
ვინისიუს ჟუნიორი, ლუკა იოვიჩი, რიკარდ პუჩი, ჯეიდონ სანჩო, აშრაფ ჰაკიმი, მეისონ გრინვუდი, ანსუ ფატი და სხვანი.

მოკლედ, ქართული ფეხბურთი საიმედო ხელშია და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მალე ძალიან კარგი ნაკრები გვეყოლება. რაც შეეხება სტაბილურად ძლიერ ნაკრებს, ამ ყველაფერს გაცილებით მეტი შრომა და ფინანსური დანახარჯი დასჭირდება.