ავტორი: ლევან ქობალია

ვასილ მაისურაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ

ვასილ მაისურაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ
4-09-2020, 02:35
 
   

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საფრანგეთს უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხედრასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ისაუბრა:

"შემიძლია ვთქვა, რომ ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, ტრავმები არ გვაწუხებს. ამ ეტაპზე შანსი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მიეცემათ და ვთვლი, რომ ეს კარგია. ამ დონეზე მარტივი თამაშები არ არსებობს მითუმეტეს მაშინ, როდესაც საფრანგეთის დონის ნაკრებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ." - განაცხადა მან.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამატჩო განაცხადში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გიორგი კუცია ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ, ახალგაზრდულ ნაკრებს ხვალიდან შეუერთდება და სამატჩო განაცხადში მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის დაპირისპირება დღეს, 4-სექტემბერს 21:00 საათზე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება.