ავტორი: ტატო ნიკურაძე

ინგორ ანგელოვსკი: საქართველოში 3 ქულისთვის ჩამოვედით

ინგორ ანგელოვსკი: საქართველოში 3 ქულისთვის ჩამოვედით
7-09-2020, 18:45
 
   

ხვალ, 8 სექტემბერს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრ.მაკედონიას უმასპინძლებს. დღეს, ჟურნალისტების კითხვებს მაკედონიელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ნესტოროვსკიმ უპასუხა.

- არ ვთვლი, რომ ამ ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ყავს. ოთხივე გუნდს შეუძლია ჯგუფში მოგება. მე, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჩემს ნაკრებს ისე ვამზადებ, რომ ყოველთვის მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლოთ. დანარჩენი უკვე მოედანზე გამოჩნდება.

სომხეთis ნაკრებთან თამაში საკმაოდ რთული იყო. სიცხე, ფეხბურთელები არ იყვნენ კარგ სათამაშო ფორმაში. კარგია, რომ ერთა ლიგის ახალი გათამაშება მოგებით დავიწყეთ. ხვალ, გორან პანდევიც დაგვიბრუნდება და იმედია სამ ქულას მოვიპოვებთ.

იმედი მაქვს, საქართველო-ჩრ.მაკედონია ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგრამ ჯერ მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. რა იქნება ოქტომბერში ამას ვერ გეტყვით.
-ამბობს იგორ ანგელოვსკი.