ავტორი: ტატო ნიკურაძე

გახარია: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს 6 ერის ხელმძღვანელებთან

გახარია: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს 6 ერის ხელმძღვანელებთან
7-09-2020, 21:56
 
   

ქართულ რაგბიში არსებული კრიზისის ფონზე, ნელ-ნელა სასიკეთო ძვრები გამოჩნდა. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მორაგბეებთან და საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "6 ერის" ხელმძღვანელობასთან, რომ სატესტო "8 ერის" ტურნირზე საქართველომ მიიღოს მონაწილეობა და მთავრობა ამისთვის ყველანაირ რესურსს გამოიყენებს.

- საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, მომავალი თაობების სათანადო მომზადებისთვის ყველა პირობა უნდა შევქმნათ. სწორედ ამას ისახავს მიზნად წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ რაგბის განსაკუთრებული ხელშეწყობა“, - განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენეთ, ოქტომბერ-ნოემბერში სატესტო "რვა ერის" ტურნირის ჩატარება იგეგმება. თავიდან ტურნირის ორგანიზატორები ფიჯის და იაპონიის მოწვევას ფიქრობდნენ, მაგრამ იაპონელებმა ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდომიოლოგიური სიტუაციის გამო, ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს.