ავტორი: ტატო ნიკურაძე

იგორ ნესტოროვსკი: შედეგით კმაყოფილი ვარ - მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ

იგორ ნესტოროვსკი: შედეგით კმაყოფილი ვარ - მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ
8-09-2020, 22:17
 
   

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტრის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე" ჩრ.მაკედონიას დაუპირისპირდა და კაცნაკლულ მეტოქესთან ფრეს დასჯერდა-1:1.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჩრ.მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ნესტოროვსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

-დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩრ.მაკედონიის ნაკრებმა 1 ქულა მოიპოვა. საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა. მძიმე, ხისტი ორთაბრძოლები მოედანზე. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად ძალიან კარგად მოქმედებდა. მეორე ნახევარში კაცნაკლუნი დავრჩით მოედანზე და საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შემოგვიტია, მაგრამ მე მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს ძალიან რთულ ბრძოლაში მოპოვებული ქულა.

მთლიანობაში თამაშით კაყოფილი ვარ. ბევრი ფეხბურთელი დღეს პირველ მატჩს ატარებდა და არ იყო ფორმაში. გავაანალიზებთ ამ მატჩს და გამოვიყენებთ მოსამზდებლად ერთი თვ;ის თავზე კოსოვოსთან თამაშზე და იქ შევეცდებით წარმატებით თამაშს. მოკლედ, დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ.
- ამბობს იგორ ნესტოროვსკი.