ავტორი: ტატო ნიკურაძე

ვლადიმირ ვაისი:ზივზივაძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე ქვილითაიას ვერ სჯობს

ვლადიმირ ვაისი:ზივზივაძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე ქვილითაიას ვერ სჯობს
8-09-2020, 22:51
 
   

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ჩრ.მაკედონიასთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- დღევანდელ მატჩში ბევრს ვფიქრობდი სამატჩო განაცხადზე. საკმაოდ რთული მისაღები იყო გიორგი ჩაკვეტაძის სკამზე დატოვების გადაწყვეტილება, მაგრამ იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, ის არ იყო ჯერ მზად ზედიზედ ორი ასეთი რთული მატჩის სათამაშოდ.

რა თქმა უნდა, გვსურდა საკუთარ მოედანზე ჯგუფში ჩვენს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან, საკუთარ მოედანზე, გამარჯვება, მაგრამ ჩრ. მაკედონია საკმაოდ ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და ვფიქრობ ფრე მაინც ნორმალური შედეგია.

მე რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავინიშნე, მუდმივად არის ნაკრებში პრობლემა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. მჭედლიძე, ქვილითაია, კაჭარავა ეს ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ მათი თამაშის ხარისხი და კლასი არაა საკმარისი ასეთ დონეზე.
მარცხენა მცველის პოზიციაზე ნიკა მალის შანსი მივეცი, მაგრამ ვფიქრობ ეს ჩემი შეცდომა იყო. ის ძალიან ახალგაზრდაა და ვფიქრობ მისი დებიუტი ჯერ ადრე იყო.
გუშინ ვახსენე, რომ შესაძლოა ერთმა შეცდომამ გადაწყვიტოს მატჩის ბედი თქო და ესეც მოხდა.

ბუდუ ზივზივაძე საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და მის თამაშს თვალს ვადევნებ, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ის ამ ეტაპზე გიორგი ქვილითაიაზე ან ნიკა კაჭარავაზე კარგად თამაშობს.