ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი

თამაზ ცეცხლაძე: სამწუხაროდ ფიზიკური მახასიათებლებით ზემოთ ხსენებული ჩემპიონატები ჩვენზე წინ არიან

თამაზ ცეცხლაძე: სამწუხაროდ ფიზიკური მახასიათებლებით ზემოთ ხსენებული ჩემპიონატები ჩვენზე წინ არიან
9-09-2020, 23:57
 
   

23 წლის საყრდენი ნახევარმცველი, თამაზ  ცეცხლაძე  გორის დილას ფეხბურთელია. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა წევრმა, გორის "დილასთან" კონტრაქტი  მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ცეცხლაძე მრავალმხრივი მოთამაშეა და მას მისი ძირითადი პოზიციის გარდა თანაბარი  წარმატებით შეუძლია ცენტრალურ მცველად თამაშიც.

თაზო ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ ყიზლარში ასპარეზობდა მანამდე კი ქუთაისის ტორპედოსა და  აზერბაიჯანული საბაილის რიგებში  გამოდიოდა.

Blogsport-ი გთავაზობთ ინტერვიუს გორის დილას ახალწვეულთან:

პირველ რიგში ახალ გუნდზე გკითხავთ, თქვენ გორის დილას შემადგენლობაში ოფიციალური მატჩის მოლოდინში ხართ. რას ფიქრობთ ახალი გუნდის ამბიციებთან დაკავორებით, რა იქნება თქვენი მაქსიმუმი 2020 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში?

მოხარული ვარ გორის დილაში თამაშით. მოუთმენლად ველოდები ჩემ დებიუტს ეროვნულ ლიგაში გორი დილას მაისურით. ჩვენი მიზანი და მაქსიმუმი რა თქმა უნდა ჩემპიონობაა. ყველა მოტივირებული ვართ როგორც სამწვრთნელო შტაბი ისე ფეხბურთელები.

რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლიათ თამაში, გორის დილას მთავარი  მწვრთნელი სად ხედავს თქვენს ადგილს?

ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი ვარ, მაგრამ მითამაშია ცენტრალური მცველის პოზიციაზე და გამთამაშებელზეც. ამ ეტაპზე გამოკვეთილო პოზიცია გუნდში არ მაქვს. გუნდს სადაც დაჭირდება მზად ვარ ვითამაშო და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

თქვენ უკვე აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში და ყაზახეთის პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება გააგჩნიათ, რომელ ჩემპიონატში უფრო რთული იყო საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენა?

სიმართლე გითხრათ დიდი სირთულე არც ერთ ჩემპიონატში არ შემხვედრია მადლობა უფალს. აქ საუბარი ფიზიკურ მზადყოფნაზე იყო და მადლობა ღმერთს პირველ ჩემპიონატში ფიზიკურად ნამდვილად კარგად ვგრძნობდი თავს. ყაზახეთში იმდენად არ მომეცა თავის წარმოჩენოს საშუალება კორონა ვირუსიდან გამომდინარე, ხოლო აზერბაიჯანში პრაქტიკის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩიოდი. ჩემი მწვრთნელი სამირ ალიევი ყოველთვის მენდობოდა და გვერდში მედგა.

ზოგადად, როგორ შეაფასებთ საქართველოს ჩემპიონატის დონეს?

საქართველოს ჩემპიონატი , ფეხბურთელების ტექნიკურობის თვალსაზრისით ნამდვილად არავის ჩამოუვარდება. სამწუხაროდ ფიზიკური მახასიათებლებით ზემოთ ხსენებული ჩემპიონატები ჩვენზე წინ არიან ისევე როგორც ლეგიონერევის რაოდენობით და მათი კვალიფიკაციით.

ასევე, საინტერესოა რას ფიქრობთ ეროვნული ნაკრების შანსებზე. ჩვენი ქვეყანა ახლოსაა, ისტორიულ მიღწევამდე, თქვენი აზრით რა იქნება მთავარი ერთა ლიგის D დივიზიონის საუეთესო გუნდის სტატუსის მოსაპოვებლად?

ჩვენი ნაკრები საუცხოო ფორმაშია და დიდი იმედი მაქვს, უფლის წყალობით, დასახულ მიზანს შევასრულებთ და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ.