ავტორი: ტატო ნიკურაძე

ჩისკო დაბრუნდა და დინამოელებმა კარგი ფეხბურთით ბათუმელები დაამარცხეს

ჩისკო დაბრუნდა და დინამოელებმა კარგი ფეხბურთით ბათუმელები დაამარცხეს
12-09-2020, 22:53
 
   

„დაუბერავს შავი ზღვიდანო!" მაგრამ დღევანდელ მატჩში ბათუმის დინამოსთვის „ვერც შავი ზღვიდან დაუბერა და ვერც რიონიდან". ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დინამოები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ეს მატჩი ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო და ამ მატჩით უნდა გახსნილიყო კიდეც ეს მატჩი, მაგრამ აჭარის რეგიონში გაუარესებული ეპიდომიოლოგიური სიტუაციის გამო, სტადიონის გახსნაც გადადიო და ეს მატჩი საერთოდ ქუთაისში ჩატარდა.

გარდა იმისა, რომ დინამოების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, ამ მატჩს დამატებითი ინტრიგები არ აკლდა. თბილისელებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩისკო მუნიოსი დაუბრუნდა, რომელმაც შარშან დინამოს ჩემპიონობა 4 წლიანი ლოდინის შემდეგ მოუტანა. ბათუმის დინამო კი, ჯოვინო ფლამარიონის გუნდიდან წასვლის შემდეგ, პირველ მატჩს ატარებდა.

მატჩი თბილისის დინამოს უპირატესობით წარიმართა და თავიდანვე იგრძნობოდა, რომ მატჩი დინამოს კარნახით მიდიოდა. ტაიმის მიწურულს კი, ისეთი სანახაობრივი გოლები გავიდა, რომლებზეც ნებისმიერი მაღალი დონის ფეხბურთელი მოაწერდა ხელს. ჯერ გიორგი გაბედავამ ულამაზესი შორეული დარტყმით გაიტანა. შემდეგ კი, ბაქარ ქარდავამ, ასევე შორეული დარტყმით, გახვრიტა მიხეილ ალავიძის კარი.

დინამომ მეორე ნახევარიც კარგად დაიწყო. ამჯერად, გიორგი ზარიამ შეძლო გატანა. ამის შემდეგ, თბილისელებმა სათამაშო ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს და თავად დიდად არ იკლავდნენ თავს. ბათუმელები, ვერაფერს ჰქმნიდნენ. გუნდს შეტევაში ის ფანტაზია აკლდა, რომელსაც ასეთ მატჩებში ჯოვინო ფლამარიონი ჰქმნიდა. რეინოლდო კვლავ ვერ შედის ფორმაში. იგივე შეიძლება ითქვას გიორგი ნიქაბაძაზე. ბათუმის დინამომ ერთი მაინც გაიტანა. მეორე პენალტი, რომელიც როინ კვასხვაძემ ამჯერადაც აიღო, მაგრამ ვალერიან თევდორაძის დარტყმული ბურთი კარგად ვერ შეიმაგრა ხელში და მაინც აღმოჩნდა მის კარის ბადეში.

საბოლოოდ, 3:1თბილისის დინამომ ჩისკო მუნიოსის გუნდში დაბრუნების შემდეგ, მთავარი კონკურენტი გაანადგურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დინამომ ფეხბურთი ითამაშა, რაც ჩხეტიანის დროს არ გამოდიოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ გაბედავა-ქარდავა-ზარია, რომლებმაც დღეს გოლები გაიტანეს, ჩხეტიანის ფორმაციის დინამოში სათადარიგო ფეხბურთელები იყვნენ. ერთი სიტყვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩისკომ გეგუჩაძე დაჩაგრა და ბათუმის დინამომ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იგემა.


ფოტო: დინამო თბილისის პრესსამსახური