ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და ფეჰერვარმა დამაჯერებლად მოიგო

ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და ფეჰერვარმა დამაჯერებლად მოიგო
12-09-2020, 23:33
 
   

ბუდუ ზივზივაძემ გოლების გატანა ახალ გუნდშიც დაიწყო. უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში მისმა ფეჰერვარმა პუშკაშის აკადემიის საფეხბურთო გუნდს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 79-ე წუთზე ნემანია ნიკოლიჩის ნაცვლად გამოვიდა და შეხვედრის 90-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაიფიქსირა-3:1 ფეჰერვარის სასარგებლოდ.

4 ტურის შემდეგ, ფეჰერვარს 8 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.