ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი

ბელგიური მედია: გენტმა დიდი სანთელი უნდა დაანთოს, იქნებ, ჩაკვეტაძე უკრაინელებთან მატჩისთვის მწყობრში იყოს

ბელგიური მედია: გენტმა დიდი სანთელი უნდა დაანთოს, იქნებ, ჩაკვეტაძე უკრაინელებთან მატჩისთვის მწყობრში იყოს
16-09-2020, 08:02
 
   

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დაპიროსპირებაში, გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა ვენის რაპიდს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

"ჩაკვე" მეორე ნახევრის სტრატზე აქტიური იყო, მან თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, რასაც ტრავმა მოჰყვა.
ბელგიური VoetbalPrimeur.be მატჩის შეფასებისას ჩაკვეტაძის ტრავმასაც გამოეხმაურა: "ჯონათან დევიდის წასვლის შემდეგ, გენტს გიორგი ჩაკვეტაძემ უნდა ულიდეროს და კანადელის არყოფნა დაავიწყოს. ვენის რაპიდთან ჩაკვეტაძეს ძალიან კარგად არ უთამაშია, მაგრამ გენტს პენალტი მოუპოვა.
ამ ეპიზოდისას, ჩაკვეტაძე დაშავდა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის "შუშის კაცია". კიევის დინამოსთან მატჩი შორს არ არის, გენტმა დიდი სანთელი უნდა დაანთოს, იქნებ, ჩაკვეტაძე უკრაინელებთან მატჩისთვის მწყობრში იყოს
.