ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი

ტრანსფერი პეთაჰ თიკვადან - გორის დილა ძლიერდება

ტრანსფერი პეთაჰ თიკვადან - გორის დილა ძლიერდება
16-09-2020, 09:47
 
   

ებრაული მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 27 წლის პეტაჰ ტიკვას მარცხენა შემტევი, ლიდორ კოენი, ამიერიდან, გორის დილას მაისურს მოირგებს.

როგორც ებრაელები წერენ, მოლაპარაკებები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეთანხმება, პარასკევს შედგა. ამ ტრანსფერის ინიციატორი, ფეხბურთელის აგენტი და გორული კლუბის ინვესტორი ავი ციონი გახლდათ.

ფეხბურთელი თავის დროზე, ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრების კანდიდატიც გახლდათ. შიდაქართლელთა გარდა, მისი გადაბირებით, რამდენიმე ებრაული გუნდიც იბრძოდა, კოენმა, საბოლოოდ დილა აირჩია.

კოენი, კარიერას მაქაბი პეტაჰ თიკვაში იწყებდა, შემდეგ იყო ბეითარ იერუსალიმი რომელმაც ფეხბურთელში 300 000 ევრო გადაიხადა. მან, 2019-2020 წლებში მშობლიურ გუნდს ულიდერა და ისრაელის რანგით მეორე დივიზიონი მოაგებინა. მან, პეტაჰ თიკვას რიგებში, 100 მატჩში 24 გოლი გაიტანა.