ავტორი: ტატო ნიკურაძე

მიშიკო ალანია: რაც რაგბის თამაში დავიწყე, საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ

მიშიკო ალანია:   რაც რაგბის თამაში დავიწყე, საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ
26-09-2020, 14:43
 
   

საფრანგეთის პრო დ2-ის, ჩემპიონატის რანგით მეორე დონზე, მეოტხე ტურის შეხვედრაში ორიაკი მონტობანს დაუპირისპირდა და 20:11 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, ორიაკის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ჰავბეკს მიხეილ ალანიას. ქართველი ტალანტი 52-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და მატჩის 77-ე წუთზე თავისი გუნდის 22-იანიდან წამოღებული შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. აღნიშნულ ეპიზოდში მიშიკომ მეტოქის ლელომდე 40 მეტრი ირბინა და მისი შეჩერება ვერავინ შეძლო.

საფრანგეთში ჩინებული დებიუტის შემდეგ, ჩვენ მიხეილ ალანიას საფრანგეთში დავუკავშირდით და მას მცირე კომენტარი ჩამოვართვით.

-სიტყვეი არ მყოფნის. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ და სადებიუტო შეხვედრაში ლელოს დადებაც მოვახერხე. დებიუტით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ ნე-ნელა იმედია ყველაფერი მოვა.

მას შემდეგ, რაც რაგბის ვთამაშობ ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშია. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაცია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ვარ გამოძახებული. თავს არ დავზოგავ იმისთვის, რომ „ბორჯღალოსნებში" თავი დავიმკვიდრო და ქართველ გულშემატკივრებს ლამაზი მატჩები ვაჩუქო.
- ამბობს მიშიკო ალანია.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, მიშიკო ალანიას ორიაკი პრო დ2-ში 4 ტურის მიხედვით მეექვსე ადგილზე იმყოფება.