ავტორი: ლევან ქობალია

პასუხისგება დროის საკითხი იყო...

პასუხისგება დროის საკითხი იყო...
29-09-2020, 03:24
 
   

რუსული სპორტული საინფორმაციო პორტალის, Sport-Express-ის ინფორმაციით კირილ ნოვიკოვი მოსკოვის დინამოს მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც დინამომ ბოლო მატჩი ხიმიკთან (0:1) წააგო.

თანაც, რუსებს ჯერ კიდევ ვერ მოუნელებიათ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხი (1:2) თბილისის ლოკომოტივითან. ფაქტია მას ეს ყველაფერი ვერ/არ აპატიეს და მისი თანამდებობიდან წასვლა მხოლოდ დროის საკითხი იყო. ასეც მოხდა...