ავტორი: ტატო ნიკურაძე

მეტი რა ქნას ბუდუ ზივზივაძემ ?

მეტი რა ქნას ბუდუ ზივზივაძემ ?
29-09-2020, 21:58
 
   

ერთ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ მატჩამდე. 8 ოქტომბერი, დღე, რომელსაც მთელი საქართველო სულმოუთქმენლად ელის.

ცოდვა გამხელილი სჯობს და საქართველოს ნაკრებს ამ ისტორიულ მატჩშიც ექნება საკადრო პრობლემები. რეალურად, საქართველოს ნაკრებს ბოლოს როდის არ ჰქონდა საკადრო პრობლემები?

პოზიცია, რომელზეც ბევრს ვნერვიულობთ და უკვე დიდი ხანია სერიოზული პრობლემები გვაქვს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაა. გიორგი ქვილითაიამ ანორთოსის ბოლო მატჩში კი შეძლო პენალტის გატანა, მაგრამ დიდი ხნის უთამაშებელი ქართველი ფორვარდი ნაღდად არაა სათამაშო ფორმაში და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში სათამაშო პრაქტიკას მოკლებული თავდამსხმელის დაყენება რამდენად მიზანშეწონილია თავად განსაჯეთ. ნიკა კაჭარავამ მართალია ესტონეთთან გამარჯვების გოლი გაიტანა, მააგრამ ეს მოთამაშე ტიპიური საჯარიმოს ფეხბურთელია, რომელსაც თავად ბრძოლა და მომენტის შექმნა არ შეუძლია, არადა ბელარუსთან უფრო მოძრავი და მობილური თავდამსხმელი იქნება საჭირო. გიორგი ქვილითაია და ნიკა კაჭარავაზე დაყრდნობა რომ არ შეიძლება და ეს ფეხბურთელები ამ დონეზე სათამაშო დონეს რომ ვერ აკმაყოფილებენ, თავად ვლადიმირ ვაისიც ამბობს. შესაბამისად, ისმება კითხვა. ასეთ დროს, რატომ არ ეძლევა შანსი ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც ეროვნული ლიგის შემდეგ, საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში (უნგრეთი) დაამტკიცა, რომ საკმაოდ კარგი დონის თავდამსხმელია, რომელსაც დრიბლიგიც კარგი აქვს, დარტყმაც იცის და საკმაოდ მობილურია. მას გასულ სეზონში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და 40 მატჩში 11 გოლი გაიტანა.ასევე, უნგრეთის თასის ფინალი ითამაშა. წელს კი, ფეჰერვარის რიგებშიც მოახერხა უკვე გატანა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის ფლეიოფშია.