ავტორი: ტატო ნიკურაძე

დინამო ესპანელ თავდამსხმელს იმატებს

დინამო ესპანელ თავდამსხმელს იმატებს
30-09-2020, 00:33
 
   

ესპანელი ფეხბურთელი კარლოს კასტრო მალე დინამო თბილისთან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას საფეხბურთო მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი ავრცელებს

ფეხბურთელი უკვე საქართველოშია და საკარანტინე სივრცეც დატოვა. ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს დიღმის ბაზაზე.

მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 550 000 ევროა.

მსგავსი ღირებულებით დინამოში ბრაზილიელი ლეგიონერი, რენე - ბოლოს 2017 წელს ირიცხებოდა.

საინტერესოა, როგორ მოერგება დინამოს ამპლუით ცენტრფორვარდი, რომელსაც ესპანეთის პრიმერაში 51 თამაში აქვს ჩატარებული და 11 გოლი აქვს გატანილი: 2-2 ბურთი ესპანიოლთან და ბეტისთან, თითო ბურთი კი ატლეტიკო მადრიდთან, ესპანიოლთან, ბარსელონასთან და სელტასთან.

ბოლო 4 სეზონი კი, ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გაატარა, თითო სეზონი დაჰყო ხიხონში, მალიორკაში, ელჩესა და ლუგოში, სადაც ჯამში 50 შეხვერაში 5 გოლი გაიტანა.

ევროთასებზე ასპარეზობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, თუმცა მწირი საერთაშორისო მატჩების გამოცდილება მაინც აქვს. ორი ამხანაგური და ერთი ოფიციალური თამაში ეპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში, ჯამში 83 წუთი და არცერთი გატანილი გოლი.

ფაქტია, რომ დინამოს თავდამსხმელი დიდი ხანია სჭირდება, თუმცა რამდენად გაამართლებს ერთ დროს ლონდონის არსენალის ინტერესებში მყოფი,ახალ დავიდ ვილად შერაცხული, ესპანელი შემტევი თბილისურ კლუბში, ამას დრო გვიჩვენებს.