ავტორი: ტატო ნიკურაძე

„იმედგაცრებული ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა მეტი ვიშრომო"

„იმედგაცრებული ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა მეტი ვიშრომო"
6-10-2020, 13:33
 
   

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის საფეხბურთო ბაზა", 29-კაციანი შემადგენლობით ემზადება. ვლადიმირ ვაისის რჩეულთა რიგებში, ისევ ვერ ხვდება უნგრული ფეჰერვარის ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც საკმაოდ კარგი სეზონი აქვს. ამ თემასთან დაკავშიებით Blogsport.ge ბუდუს ესაუბრა.

-არ ვამბობ, რომ მაგარი ფეხბურთელი ვარ და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში უნდა ვიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, მინიმუმ, სამატჩო განაცხადში მოხვედრას მაინც ვიმსახურებდი. ის, რომ ასეთ დროს ნაკრებთან ერთად ვიქნებოდი, ჩემთვის ესეც დიდი მოტივაცია იქნებოდა. ვლადიმირ ვაისი ჩემს ამხანაგურ თამაშზე იყო ჩამოსული, რომელიც არაფერს წყვეტდა და ჩემი პირველი თამაში იყო ახალ გუნდში და რა თქმა უნდა თავიდან ყველას სჭირდება გუნდთან ადაპტაცია. ამიტომ, ვფიქრობ ერთი თამაშით ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. მითუმეტეს, წინა სეზონი საკმაოდ კარგად ჩავატარე და ახალ გუნდშიც მენდობიან და შედეგიც მაქვს.

ზოგიერთმა ჩემი მსგავსი კომენტარები ისე აღიქვა, თითქოს, მე საქართველოს ნაკრების წარმატება არ გამიხარდება. მე ქართველი ვარ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი და მჯერა ბიჭების, რომ საქართველოს გაახერებენ. ჩემით თუ ჩემს გარეშე დარწმუნებული ვარ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვფიქრობ ამ ეტაპზე ნაკრებში მოხვედრას ვიმსახურებდი, მაგრამ ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ მეტი ვიშრომო და დავამტკიცო, რომ ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ. -ამბობს ბუდუ ზივზივაძე.


საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 „დინამო არენაზე" გაიმართება და ის უმაყურებლოდ ჩაივლის.