ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი

დილამ მარტივად გაიმარჯვა, კოვტალიუკი ერთპიროვნულად გალიდერდა

დილამ მარტივად გაიმარჯვა, კოვტალიუკი ერთპიროვნულად გალიდერდა
18-10-2020, 12:15
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე-13 ტურის მეორე შეხვედრაში, გოროს დილამ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და ლამაზი სტილში, 6:1 დაამარცხა.

მატჩში სატურნირო კუთხით, ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ. შიდაქართლელები, სამტრედიაში განცდილი მარცხის შემდეგ, აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდათ, საჩემპიონო ბრძოლაში დასაბრუნებლად. საჩხერელთა მიზანი კი, გასავარდნ ზონიდან ამოსვლის შანსის შენარჩუნება ითვლებოდა.

მასპინძლები საქმეს თავიდანვე შეუდგნენ და უკვე მე-7 წუთზე, ალეფს სანტოსის ჩაწოდების შემდეგ, გაგნიძემ დილა დააწინაურა. პირველი ტაიმის შუაწელში, საჩხერელები თერთმეტმეტრიანის დარტყმას ითხოვდნენ, თუმცა ჯენერი ხორავამ, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
33-ე წუთზე კოვტალიუკმა სამთვიანი უგოლო სერია შეწყვიტა. ვანდერსონ სილვას დარტყმულს დაამატა და გორელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, იმერლებს ბევრად გაუჭირდათ სწრაფ კომბინაციურ ფეხბურთთან გამკლავება. 59-ე წუთზე, მალაველი ათიანი, მადინგა ცდილობდა გატანას, მეკარის მოგერიებულ ბურთს კოვტალიუკმა დაამატა (3:0). მადინგამ თავისი მაინც გაიტანა, 66-ე წუთზე სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ, მალაველს პირველ მცდელობაზე მეკარემ აჯობა დამატებაზე მეკარე ვეღარაფერს გახდა. ჩიხურამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, 73-ე წუთზე, მუჯირის აქტიურობას კიკაბიძის გოლი მოჰყვა.

კიდევ ერთი გოლი ბრაზილიელი ფლანგელის ვანდერსონ სილვას აქტიურობას მოჰყვა.
79-ე წუთზე, მის ფლანგურ ჩაწოდებას რომან ჭანტურია გამოეხმაურა, ეს მისი სადებიუტო გოლი გახლდათ. ერთ წუთში სპანდერაშვილმა იაქტიურა, თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა და თავად გამოიყენა (6:1).

უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი, ჩიხურას კარში გატანილი დუბლის შემდეგ, ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად 8 გოლით ჩაუდგა სათავეში. 6-6 გოლით ჯიღაური და სპანდერაშვილი ინაწილებენ მეორე ადგილს.