წყალბურთის გუნდი თბილისის დინამო საქართველოში ერთ-ერთი კლუბია, რომელიც სპორტის გუნდურ სახეობათა შორის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს. ქართულა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში იასპარეზა და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა. მეათე ტურის შეხვედრაში რევაზ ჩომახიძის გუნდმა, საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკში, ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მარსელი დაამარცხა.
ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თბილისის დინამომ „ველური ბარათი" მიიღო და ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ, მინიმუმ, ორი სეზონი ითამაშებს. გეტყვით იმასაც, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, წლევანდელი ტურნირის ფორმატი შეცვლილია და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
უკვე, ცნობილია იმ ათი გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონს ითამაშებენ. დარჩენილი ორი გუნდის ვინაობა კი, საკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვევა., რომელიც 23-25 ოქტომბერს გაიმართება.
იხილეთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:
პირველი ტური 10/11.11.2020
მეორე ტური – 1/2.12.2020
მესამე ტური -15/16.12.2020
მეოთხე ტური- 5/6.01.2021
მეხუთე ტური-19/20.01.2021
მეექვსე ტური- 2/3.03.2021
მეშვიდე ტური- 23/24.03.2021
მერვე ტური-9/10.04.2021
მეცხრე ტური- 20/21.04.2021
მეათე ტური- 7/8.05.2021
ფინალური სერია- 3-5.06.2021
გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ნაკრები 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზებს.