ავტორი: ტატო ნიკურაძე

ქუჩაში მაჩერებენ, თქვენ გიორგის დედა არ ხართო !?

ქუჩაში მაჩერებენ, თქვენ გიორგის დედა არ ხართო !?
19-10-2020, 14:52
 
   

ქართულ ფეხბურთს არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ახსოვს. გამორჩეული არა ტიტულებით და მიღწევებით, არამედ დიდი ტალანტით, საოცარი ტექნიკით და ა.შ. სახელ-გვარების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და ალბათ არც არის საჭირო, რადგან ისედაც ყველამ იცის ვისზეც ვსაუბრობთ. ფეხბურთელები, რომლებზეც მთელი ქართული საფეხბურთო თემი უდიდეს იმედებს ამყარებდა, მაგრამ იმედი იმედად დარჩა.

დღესაც, არიან ისეთები, რომლებზეც მთელ საქართველოს უდიდესი იმედი აქვს და მათ, უკვე არაერთხელ გაგვახარეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქცთ დასამტკიცებელი. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ჩაკვეტაძეა. საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის შემტევმა ჩვენს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაზე ულიდერა და ის რომ სანატრელ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს, დიდწილად,სწორედ, მისი დამსახურებაა.

Blogsport.ge გიორგი ჩაკვეტაძის დედას დაუკავშირდა და მას გიორგის ბავშვობაზე და მომავალზე ესაუბრა.

- ყველა მშობელის ოცნებაა, როდესაც შენი შვილი საქართველოს გამოადგება და მთელ ქვეყანას დიდ სიხარულს მოუტანს. როდესაც, გიორგიმ ყაზახეთს გოლი გაუტანა ძალიან ამაყი ვიყავი. მითუმეტეს, მისი თითოეული ნაბიჯი მაბედნიერებს. ქუჩაში უცხო ხალხი მაჩერებს თქვენ „ჩაკვეს" დედა ბრძანდებითო? და ყველასგან უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ.

სპორტმენის კარიერა რთულა და ტრავმები ხშირია. გიორგიც ძალიან დატანჯა ტრავმებმა, მაგრამ მჯერა ის ისევ დადგება ფეხზე და ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაახარებს.

რომ არა ფეხბურთი არ ვიცი. ალბათ, მაინც სპორტში იქნებოდა, რადგან პატარაობაში კალათბურთზეც დადიოდა და საკმაოდ კარგადაც თამაშობდა. -ამბობს მთვარისა რუხაძე.