ავტორი: ტატო ნიკურაძე

იმერული დერბი სამტრედიამ მოიგო

იმერული დერბი სამტრედიამ მოიგო
25-10-2020, 16:19
 
   

Crystalbet ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტური აუტსაიდერთა მატჩით გაიხსნა. იმერულ დერბიში საჩხერის ჩიხურა სამტრედიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

პირველი სახიფათო მომენტი ჩიხურას ჰქონდა. კახა კახაბრიშვილის პასის შემდეგ, ალან მისტულოვი ურტყამდა კარის მიმართულებით, მაგრამ მისი თავური კონსტანტინე სეფიაშვილმა მოიგერია. სამტრედიამ მომენტს მომენტითვე უპასუხა. ნათან ჟუნიორი თორნიკე ზარქუასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბრაზილიელმა შემტევმა ძალიან ცუდად დაარტყა. ცოტა ხანში კი, ლუკა იმნაძემ ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა, მაგრამ საჩხერელთა შეტევები გაცილებით სახიფათო იყო. ერთ ეპიზოდში სამტრედია აშკარა გოლისგან კონსტანტინე სეფიაშვილმა იხსნა. დღევანდელ მატჩი ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გავიდა. საკმაოდ, საეჭვო ვითარებაში დანიშნული 11-მეტრაინი ლაშა თოთაძემ ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

სამტრედიას ამ გამარჯვებით 16 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილამდე აღზევდა. საჩხერის ჩიხურა კი, 6 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.