ავტორი: პაატა მაჩიტაძე

კვარაცხელიას თერიმსკრინინგი

კვარაცხელიას თერიმსკრინინგი
26-10-2020, 15:57
 
   

თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გალათასარაი ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება.

გალათასარაის მთავარი მწვრთნელი, ფეტიჰ თერიმი ახალგაზრდა ქართველის თამაშით პირადად არის დაინტერესებული. სწორედ მისი უშუალო გავლენითა და მოთხოვნით ხვიჩას სკაუტები აკვირდებიან.

სახელდება სავარაუდო ფასიც – გალა მზად არის კვარაცხელიას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გალათასარაი თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატი 22-ჯერ, თასი კი, 18-ჯერ აქვს მოგებული.

საინტერესო ინფორმაციაა, თუმცა, რუბინი ზაფხულამდე არც კვარაცხელიას გაყიდვას აპირებს და მით უფრო – არც 10 მილიონად...