ავტორი: გეგა ლუკიჩი

მძიმე ბუდაპეშტური მედლები

მძიმე ბუდაპეშტური მედლები
26-10-2020, 17:23
 
   

COVID-19-ის პანდემიით შეწყვეტილი ძიუდოისტთა შეჯიბრებები უნგრეთის დიდი სლემით განახლდა.

ბუდაპეშტში 61 ქვეყნის 405 წარმომადგენელი წარსდგა, მათ შორის საქართველო, რომელიც უნგრულ ტატამს 6 ძიუდოისტით ეწვია და 2 მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული მძიმე წონა გამოდგა, სადაც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა გელა ზაალიშვილმა და იუნიორებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ქართველი მძიმეწონოსნები მეოთხედფინალებში რუსეთის ნაკრების წარმომადგენლებთან დამარცხდნენ, მაგრამ მოიგეს რეპეშაჟი. აქ ზაალიშვილს შედარებით იოლი მეტოქეები ჰყავდა, მატიაშვილს რეპეშაჟის ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონატების ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ბრაზილიელი რაფაელ სილვა ერგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი - ისრაელელი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ორ სასონი.