ავტორი: ტატო ნიკურაძე

გორელები შანსებს ანიავებენ

გორელები შანსებს ანიავებენ
26-10-2020, 22:22
 
   

გორის დილას შანსები ეძლევა, მაგრამ ვერ იყენებს. გორულმა კლუბმა მიჯრით სამ უპირობო აუტსაიდერთან ითამაშა და მხოლოდ 4 ქულა აიღო, რაც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდისთვის არცთუ დამაკმაყოფილებელი შედეგია. სამტრედიასთან მარცხის შემდეგ, ქვემო ქართლელებმა, ამჯერად, თბილისის მერანს ვერ მოუგეს.

Crystalbet ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მერანი და გორის დილა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა. მიუხედავად, სოლიდური უპირატესობისა გიორგი ნემსაძის შეგირდებმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს. ბოლო ტურებში, გორულ გუნდს აშკარად დაეტყო მოკლე სკამის პრობლემა.

დილამ ერთი ბურთი მაინც გაიტანა. ვანდერსონ სილვას საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ნუგზარ სპანდერაშვილმა დაასწრო და გაიტანა კიდეც, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ალეკო აფციაურმა, რომელიც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, მხოლოდ, მეორე მატჩს სჯიდა, მიკოლა კოვტალიუკზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.

საბოლოოდ, ნულოვანი ფრე და დილამ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.