ავტორი: ლევან ვარდოსანიძე

Ქართული კლასიკო გადაიდო

Ქართული კლასიკო გადაიდო
27-10-2020, 10:01
 
   

Ხვალ, 28 ოქტომბერს თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

Საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის ტორპედოში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Ქართული დერბის ჩატარება 26 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

ინფორმაცია ქუთაისური კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა დაადასტურა.

ასევე გადაიდო ტორპედო-დინამო ბათუმის მატჩიც, რომელიც 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება.