ავტორი: ლევან ქობალია

კახა ცხადაძე: ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები გვყავს

კახა ცხადაძე: ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები გვყავს
6-11-2020, 00:19
 
   

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში საქართველოსა და მაკედონიის მოახლოებული დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ჩვენს ნაკრებს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრამდე სწორ ანალიზს გააკეთებს.

ბელარუსთან ერთმატჩიანი რაუნდი იყო და ასეთ დროს სანახაობრივი თამაში არასოდეს არ არის. მთავარი დაცვაში საიმედო თამაში და მეტოქის შეცდომის გამოყენება იყო და ჩვენმა გუნდმა ეს მოახერხა. სომხეთთან გუნდი მთლიანად შეცვალა და გამოჩნდა, რომ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი გააჩნია. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა. მაკედონიასთან ორივე მატჩი მოსაგები იყო. სახლში მეტი აგრესია გვჭირდებოდა, სკოპიეში კი გაუგებარი პენალტი დაგვინიშნეს, როდესაც მაქსიმუმ თავისუფალი დარტყმის დანიშვნა შეიძლებოდა. ვაისს დიდი სანაკრებო გამოცდილება გააჩნია და სტრატეგიის სწორი გათვლა შეუძლია. ეგაა, მეორე ნახევარში თამაშის გაძლიერება უფრო შეიძლებოდა

ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში დღეს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები გვყავს, დიდი ხანია, ასეთი კარგი მოთამაშეები არ გვყოლია და არც ასეთი კონკურენცია ყოფილა. ვაისს როტაციის საშუალება გააჩნია. პრობლემები მხოლოდ ფლანგზეა, კაკაბაძე რომ დაგავკლდეს, ის ფაქტობრივად, შეუცვლელია. ახლა მთავარი იქნება შემადგენლობისა და სათამაშო სტრატეგიის სწორი შერჩევა და იმის მოფიქრება, ჩვენი თამაში როგორ გავაძლიეროთ. ვაისს არჩეული აქვს სათამაშო სქემები და მეეჭვება იგი შეცვალოს. მას თამაშის კარგი ანალიზი ეხერხება და მჯერა, რომ ჩვენ ამ შეხვედრის მოგება შეგვიძლია“. - თქვა ორდაბასის ქართველმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს თბილისში, დინამო არენაზე ერთა დილის D დივიზიონის ფინალურ მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.