ავტორი: ლევან ქობალია

გიორგი შანიძე: ამ დღეს 2 წელია ველოდებით

გიორგი შანიძე: ამ დღეს 2 წელია ველოდებით
10-11-2020, 01:23
 
   

დასრულდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტპის მატჩები. სამგურალმა ჩიხურას 2:0 მოუგო, ხოლო 10 კაციანმა გაგრამ პანელტების სერიაში საბურთალო დაამარცხა. ასე და ამგვარად საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის კლუბები დაუპირისპირდებიან.

გასულ და მომალავ მატჩებზე სასაუბროდ საფეხბურთო გაგრას დირექტორს გიორგი შანიძეს დავუკავშირდით.

"ის გუნდები, რომლებიც დღეს საქართველოს თასის ფინალში არიან, არაფრით ჩამორჩბოდნენ ელიგაში მოთამაშე კლუბებს. როგორც სამგურალმა, ისე გაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდებთან კარგად ითამაშა და შედეგადაც ორივე ელიგა 2-ის კლუბი დღეს თასის ფინალშია.

იმ წაგებული ფინალის შემდეგ, რაც გაგრას ჰქონდა 2018 წელს ჩვენ ამ დღეზე ვოცნებობდით. გავიდა 2 წელი მას მერე, ვიყავით ამ დღის მოლოდინში და ეს დღეც დადგა.


საბურთალოსთან თამაშს რაც შეეხება ძალიან რთული თამაში იყო და ბიჭებმაც ფაქტობრივად გმირობა ჩაიდინეს, იმიტომ რომ 10 კაცით თითქმის 95 წუთი ითამაშეს. ვფიქრობ ამ გუნდს შეუძლია რთულ სიტუაციებშიც გამოსავლის პოვნა და ერთ მუშტად შეკვრა, რაც ძალიან კარგია გუნდის საბოლოო შედეგისთვის. სიმართლე გითხრათ გვახარებს გუნდის ასეთი შედეგები და გვაძლევს სამომავლოდ ოფტიმიზმის საფუძველს.

გიორგი შანიძე: ამ დღეს 2 წელია ველოდებით

სამგურალთან რა თქმა უნდა ძალიან მოტივირებულები ვიქნებით. ამის საბაბი ნამდვილად გვავქვს. სამგურალი ძალიან კარგი გუნდია. ბევრი წერს რომ ლიგა 2-ის გუნდები თამაშობენ და ეს არ იქნება მაღალი დონის და კარგი საყურებელი შეხვედრა, ზოგისგან დამცინავი კომენტარიც კი წავიკითხე მომავალ მატჩზე... ორივე გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება და იმაზე საუბრი რომ ეს ელიგა 2-ის გუნდებია და ამიტომ რაღაც ცუდად წავა არ მიმაჩნია სწორად. დაველოდოთ ფინალს და იქ გამოჩნდება რა და როგორ იქნება.."
- ამბობს გიორგი შანიძე.