ავტორი: ტატო ნიკურაძე

ყველაფერი წავაგეთ

ყველაფერი წავაგეთ
15-11-2020, 22:59
 
   

ჩრ.მაკედონიასთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები შოკიდან ისევ ვერ გამოვიდა და ერთა ლიგაზე პირველი მარცხი იგემა. ქართველები „კავკასიურ დერბიში" დამარცხდნენ.

ჩრ.მაკედონიასთან ისტორიულ შეხვედრაში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის c დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრაში სომხეთს უმასპინძლა და მატჩი 1:2 დათმო.

აღსანიშნიშნავია, რომ წინა მატჩისგან განსხვავავებით ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა სრულად გადაახილისა და ერთბასად ცხრა ფეხბურთელი შეცვალა. მატჩი არცთუ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და მომენტები არცერთ კართან იქმნებოდა. საქართველო მეტად უტევდა და ცდილობდა, მაგრამ შეტევის დამაგვირგვიენებელ ფაზში თამაში, ისევ გვიჭირს.

შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. შეტევაში ბურთი ზურიკო დავითაშვილმა დაკარგა და ტიგრან ბარსეგიანმა სწრაფი შეტევა წამოიწყო. გიორგი ნავალოვსკიმ შეტევიდან დაცვაში დაბრუნება და თავისი ზონის გადაკეტვა დააგვიანა და სტუმართა კაპიტანმა გევორგ გაზარიანმა გაიტანა. სომხებს მალევე მეორეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ საქართველო ძელმა იხსნა.
ტაიმის მიწურულს ელგუჯა ლობჟანიძეს გატანის იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დავიდ იურჩენკომ მოიგერია.

მეორე ნახევარში თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შევძელით. ელგუჯა ლობჯანიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვაკო ყაზაიშვილმა გოლად აქცია.

ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ გოლი სომხებმა გაიტანეს. მორიგი სწრაფი კონტრშეტევა და გიორგი მაკარიძის კარი ამჯერად ტარონ ვოსკონიან გაიტანა.

საბოლოოდ, 1:2 სომხეთის სასარგებლოდ და საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონის მოგების შანსი ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაკარგა.