ავტორი: ტატო ნიკურაძე

სომხეთის მწვრთნელი: მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ

სომხეთის მწვრთნელი: მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ
15-11-2020, 23:25
 
   

უეფას ერთა ლიგის c დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრაში თბილისში, „დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ (2:1) სომხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ხოაკინ კაპაროსი: „უპირვილეს ყოვლისა მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. მათ ეტყობოდათ, რომ სიამოვნებით და სიამაყით თამაშობდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით თბილისში და შედეგსაც მივაღწიეთ. საქართველო საკმაოდ ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ დღეს თამაშით ვაჯობეთ.

აქედან პირდაპირ კვიპროსში მივდივართ. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ჯგუფი თანაბარი ძალის გუნდებისგან შედგება და მჯერა, რომ სომხეთს ჩრ.მაკედონიის დამარცხებაც შეუძლია.
- ამბობს ხოაკინ კაპაროსი.