ავტორი: ტატო ნიკურაძე

ვლადიმირ ვაისი: ზოგი ფეხბურთელი პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს

ვლადიმირ ვაისი: ზოგი ფეხბურთელი პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს
16-11-2020, 00:01
 
   

უეფას ერთა ლიგის c დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრაში სომხეთთან მარცხის შემდეგ (1:2), ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: „საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი მარტში ამომეწურა, მაგრამ ლევან კობიაშვილს ვუთხარი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩების შემდეგ საქართველოს დავტოვებდი. ძალიან მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები გვაქვს. მომენტებს ვქმნით, მაგრამ ვერ ვიყენებთ. ბავშვურ და დაუჯერებელ შეცდომებს ვუშვებთ. გიორგი ნავალოვსკიმ, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, დღეს ძალიან სუსტი შეხვედრა ჩაატარა. სომხეთმა სამი მომენტი შექმნა და ორი გოლი გაიტანა. ჩვენ კი, ხუთი რეალური საგოლე მომენტი შევქმენით და ვერცერთი გამოვიყენეთ.

მე ქართველი არ ვარ და ვერ ვიტყვი რომ ზოგიერთ მოთამაშეს არ აქვს ის პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული, რასაც საქართველოს ნაკრებში თამაში ჰქვია, მაგრამ აშკარაა რამდენიმე მოთამაშეს ეს აკლია და ისაა მიზეზი, რომ ამდენი ხანი საქართველოს ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს. შესაძლოა, ამის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში საერთოდ ვეღარ ვიხილოთ.

ასევე ქართველ ფეხბურთელებს სათამაშო ხარისხი და კლასი აკლიათ. ასევე, ნაკრებში ძალიან სერიოზული პრობლემაა სათამაშო დისციპლინის მხრივ.
- ამბობს ვლადიმირ ვაისი.