ავტორი: ტატო ნიკურაძე

ნახევარი უგოლოდ მიილია

ნახევარი უგოლოდ მიილია
18-11-2020, 21:42
 
   

2020 წლის ბოლო შეხვედრაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ც დივიზიონის შეხვედრაში აუტსაიდერ ესტონეთს მასპინძლობს. ჩრ.მაკედონიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში და სომხეთთან განცდილი მარცხების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმირ ვაისმა დატოვა და დღეს საქართველოს ნაკრები მოედანზე 39 წლის რამაზ სვანაძემ გაიყვანა.

ესტონეთი ჯგუფის აშკარა აუტსაიდერი და სუსსტი გუნდია, ამიტომაც გასაკვირი არ იყო მატჩი საქართველოს აშკარა უპირატესობით მიმდინარეობს, მაგრამ მომენტების შექმნა ჭირს. რეალური საგოლე მომენტი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოში შესულმა დარტყმა დაახანა და შემდეგ დიდი მანძილით ააცილა ბურთი კარს. ჩვენს სტუმრებს კი, გიორგი ლორია საერთოდ არ შეუწუხებიათ.

საბოლოოდ, პირველი ნახევრის შემდეგ, უგოლო ფრე 0:0.