ავტორი: ტატო ნიკურაძე

რამაზ სვანაძე: წარსულზე ტირილი არაფერს მოგვცემს

რამაზ სვანაძე: წარსულზე ტირილი არაფერს მოგვცემს
18-11-2020, 23:26
 
   

2020 წელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უსუსტეს ესტონეთთან უსახური თამაშით და უგოლო ფრით დაასრულა. ამ მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ სვანაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქმა უნდა ესტონეთთან, საკუთარ მოედანზე, ნათამაშები ფრით კმაყოფილი არ ვარ და არც უნდა ვიყო. ურთულესი შეკრება გამოგვივიდა. ჩრ.მაკედონიასთან მარცხი ოცნებების დამსხვრევას გავდა და სომხეთთან, ესტონეთთან ემოციურად რთული იყო თამაში, მაგრამ წარსულში ყურება არაფერს მოგვცემს. მმავლისკენ უნდა ვიხედოთ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მომავალი ნამდვილად აქვს.

მე არ ვიცი რას გადაწყვეტს ფეხბურთის ფედერაცია, მაგრამ მე ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება. მზად რომ არ ვყოფილიყავი, მერწმუნეთ, დღეს აქ არ ვიქნებოდი. - ამბობს რამაზ სვანაძე.