ავტორი: ტატო ნიკურაძე

შავდათუაშვილი ვერცხლს დასჯერდა

შავდათუაშვილი ვერცხლს დასჯერდა
20-11-2020, 19:59
 
   

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფალავანი ფინალში მოლდოველ ვიქტორ სერპუსთან დამარცხდა.

ფინალი ლაშამ კარგად დაიწყო, მაგრამ თავისივე ილეთზე წამოეგო. ფინალამდე ლაშამ გერმანელი ენტონი ცინგსი; პორტუგალიელი ჟოაო ფერნანდო; აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი და იტალიელი ფაბიო ბასილე დაამარცხა.