ავტორი: ტატო ნიკურაძე

20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
20-11-2020, 20:50
 
   

არის პირველი ოქროს მედალი! ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ევროპის ჩემპიონია. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ტურნირის ფინალში ტატომ ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და საქართველოს მესამე მედალი(პირველი ოქრო) მოუტანა. მან, სულ რაღაც, 45 წამში შეძლო მეტოქის ბეჭებზე გაგორება.

ფინალამდე ტატომ იტალიელი კრისტიან პარლატი; ბერძენი ტეოდოროს დემურციდისი; ლუკა მაისურაძე და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი მატიას კასე დააამარცხა.

ორი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქრო(ტატო გრიგალაშვილი); 1 ვერცხლი (ლაშა შავდათუაშვილი) და 1 ბრინჯაოა (ლუკა მაისურაძე(.