ავტორი: ტატო ნიკურაძე

სალომი დიმოპულუ: სასწაული შევძელით და ისტორია დავწერეთ

სალომი დიმოპულუ:  სასწაული შევძელით და ისტორია დავწერეთ
21-11-2020, 15:24
 
   

[justify] გურულებმა გადარიეს მთელი დუნია! ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში, ევროპის 32 საუკეთესო გუნდში, გავიდა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა რუმინეთში ოლიმპია კლუჟი 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლანჩხუთელთა ლიდერმა ხატია ჭყონიამ გაიტანა. ლანჩხუთი გახდა პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასვლა შეძლო.


ისტორიული გამარჯვების შემდეგ, Blogsport.ge ლანჩხუთელთა ფეხბურთელს სალომი დიმოპულუს დაუკავშირდა და მასთან მცირე კომენტარი ჩაწერა.

- მთელ საქართველოს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება და ვისურვებდი ჩვენი ქვეყანა სულ ასეთი ბედნიერი და გახარებული იყოს, როგორი სიხარულიც ახლა ჩვენ მოუტანეთ ყველას. ვიცოდით, რომ ურთულესი თამაში გვექნებოდა. ფსიქოლოგიურად გოგოები მზად ვიყავით, რომ მოედანზე ყველაფერი უნდა დაგვედო, ჩვენი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა.საბედნიეროდ, მატჩი მოვიგეთ და ისტორია დავწერეთ. -ამბობს სალომი დიმოპულუ.