ავტორი: ტატო ნიკურაძე

4 ტაიმი უქულოდ

4 ტაიმი უქულოდ
21-11-2020, 23:08
 
   

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მორიგი მარცხი, სამწუხაროდ, ისევ უქულოდ დავრჩით. შემოდგომის ერთა თასი 2020-ის მეორე შეხვედრაში საქართველო უელსს დაუპირისპირდა და 0:18 დამარცხდა. წინა მატჩებისგან განსხვავებით, „ბორჯღალოსნები" დაცვაში უკეთ გამოიყურებოდნენ და რამდენიმე ხისტი ბოჭვაც შეასრულეს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დაცვით მოლში ძალიან გვქონდა დღეს მომატებული. ინგლისელებისგან განსხვავებით, „წითელმა ურჩხულებმა" ამ მეთოდით ლელო ვერ დაგვიდეს და ვერ დაგვჯაბნეს. შერკინება, რომელიც ყოველთვის და ყველა მეტოქესთან საქართველოს ნაკრების უპირატესობად ითვლებოდა, ვერაა მოწოდების სიმაღლეზე. მიხეილ ნარიაშვილი ძალიან დაიჩაგრა დღეს. რაქებს სწრაფად, ისევ ვერ წმენდთ. შეტევაში, ძირითადად, გაჩერებულები ვიღებთ ბურთს და მაშინ, როდესაც ბურთი ისედაც ცოტა ხანს გვაქვს, ორი-სამი შეტევითი ფაზის შემდეგ, ფეხს ვურტყათ და მეტოქეს თავიდან ვაძლევთ შეტევის წამოწყების საშუალებას. ასეთ ეპიზოდებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება კი, მაგრამ ასეთ დონეზე არავინ გვაპატიებს.

უელსელებმა მხოლოდ ორი ლელო დაგვიდეს, საჯარიმო დარტყმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრები, უკვე მეორე თამაშია ქულას ვერ იღებს.

წინა თამაშისგან განსხვავებით, ფაქტია, დაცვაში მომატებული გვაქვს, მაგრამ რაგბიში შეტევაც საჭიროა.



ფოტო-georgian rugby