ავტორი: ტატო ნიკურაძე

მანინოც აფერისტი აღმოჩნდა-პონომარი ალაპარაკდა

მანინოც აფერისტი აღმოჩნდა-პონომარი ალაპარაკდა
27-11-2020, 23:19
 
   

ქუთაისის ტორპედოში, ისევ სერიოზული პრობემებია. მიუხედავად, დიდი ზარზეიმით მოსვლისა და იმედებისა იტალიელი ფაბიო მანინოც, კვლავ ვერ აგვარებს პრობლემებს. ქუთაისელთა საქმე ისეა „ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო". დაურიგებელი ხელფასები, მოტყუებული ფეხბურთელები-ფაქტია, მანინო ტორპედოს პრობლემებს ვერ აგვარებს.

ამ თემასთან დაკავშირებით, Blogsport.ge ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელს, ვლადიმერ ხაჩიძეს, ესაუბრა.

-ფაქტიურად ჰაერში ვართ. დიდი იმედის მიუხედავად, ხელმძღვანელობა პრობლემებს ვერ აგვარებს. ზოგმა მოთამაშემ დაგვტოვა, ვინც დარჩა კი, ხელფასებს ვერ იღებენ. ჰაერში ვართ, არ ვიცით ვის მივმართოთ.-ვლადიმერ ხაჩიძე

ქუთაისის ტორპედოში არსებული მძიმე ვითარების დასტურია „ქუთათურთა" უკრაინელი ლეგიონერის ვიტალი პონომარის წერილი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„დიდი ხანი ვითმენდი და ჩუმად ვიყავი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მოვიდა დრო ყველაფერი ითქვას და თავის ადგილზე დადგეს. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ასეთი რთული ვითარება არასდროს მქონია. კლუბს არ სურს ჩემთვის სექტემბრის ჰონორარის ჩარიცხვა. სხვათაშორის, მთელ კლუბში, ამ თვის ანაზღაურება მარტო მე არ მაქვს აღებული. ამ თვეში, პირვრლად დაირიცხა სრული ხელფასები. მანამდე, ჯერ 50 %; 70 %. პანდემიიდან გამოწვეული პრობლემების გამო, კლუბის პრეზიდენტის თხოვნით, ფეხბურთელებმა ახალი ხელშეკრულებები გავაფორმეთ, რომ ხელფასს მივიღებდით, ოღონ ნაწილს. სექტემბერში ყველა ფეხბურთელს ჩაერიცხა სრული თანხა ანგარიშზე ჩემს გარდა. არ მსურდა, კონფლიქტი და ცივილიზებული ფორმით გადავწყვიტე პრობლემის მოგვარება, მაგრამ ფაბიო მანინომ ღიად მომატყუა. ის, ყოველდღე მპირდებოდა, რომ თანხას მივიღებდი, მაგამ ამ ამბავიდან ერთი თვე გავიდა და დღეს ამ ვალის შესახებ არაფერს მეუბნებიან. კლუბის ოფისშიც მივედი და დავურეკე კიდეც ხელმძღვანელებს, მაგრამ ისინი ჩემს ზარებს არ პასუხობენ. მე ზედმეტს არაფერს არ ვითხოვ. უბრალოდ, ვითხოვ იმას, რაც მეკუთვნის.

ნოემბერში კორონა ვირუსი დამიდასტურდა და ავად ვიყავი, მაგრამ კლუბში არც ამ დროს უპასუხეს ჩემს ზარებს და არც ყურადღება გამოიჩინეს ჩემს მიმართ. ამიტომაც დუმილი მორჩა. ყველაფერი უნდა ითქვას და ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს.
- წერს ვიტალი პონომარი


ქუთაისის ტორპედოს გარდა ფინანსური კრიზისია, სპორტული კრიზისიც აქვს. დიდი ტრადიციების მქონე ქართული გუნდი ეროვნული ლიგის „ფლეიაუტის" ზონაშია.