ავტორი: ტატო ნიკურაძე

შეუჩერებელი მაკფადენი და საქართველო

შეუჩერებელი მაკფადენი და საქართველო
30-11-2020, 19:57
 
   

ესეც ასე. 4-დან 4 გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს, მასპინძლობის გამო, ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს, შესარჩევ ციკლში მეტოქეებს არ ვახარებთ. ფინეთის ძლევის შემდეგ, ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიას დაუპირისპირდა და მორიგი დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დღეს საართველოს ნაკრებმა საოცრად გუნდური თამაში შემოგვთავაზა. ლიდერებთან ერთად, თავი ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს. განსაკუთრებით, გივი ბაქრაძე და ალექსანდრე ფევაძე უნდა გამოვყოთ.

შვეიცარიის წინააღმდეგ, კარგი თამაში ჰქონდათ ჩვენს უკანა ხაზელებსაც. საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ბევრი სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. მათგან უმრავლესობა ტედიუს მაკფადენზე მოდის. საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერის ანგარიშზე შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ 26 ქულა, 6 პასი და 2 მოხსნაა. ასევე, ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას. ბოლო წუთებში, როდესაც შვეიცარიამ, თითქოს თამაში დაქაჩა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ნამვილი ლიდერის ფუნქციები გამოავლინა და მნიშვნელოვანი ქულები ჩააგდო. „თოკომოტივის" ანგარიშზე დღეს 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი იყო.

საბოლოოდ, 91:84 და საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.