ავტორი: ტატო ნიკურაძე

შვეიცარიის მწვრთნელი: ქართველი ლიდერები ვერ შევაჩერეთ

შვეიცარიის მწვრთნელი: ქართველი ლიდერები ვერ შევაჩერეთ
30-11-2020, 20:14
 
   

2022 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეოთხე შეხვედრაში საქართველომ შვეიცარია 91:84 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, შვეიცარიის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა.

საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და დღეს ეს დაამტკიცა კიდეც. სამწუხაროდ, მათი ლიდრების შეჩერება ვერ მოვახერხეთ. საქართველოს ძალიან ძლიერი მაღლები ყავს და სამწამიანში მაგრად დაგვჩაგრეს, რამაც გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი.

სერბეთისა და საქართველოს თუ შევადრებთ, გეტყვით, რომ საქართველო უფრო მებრძოლი ხასიათის გუნდია.-შვეიცარიის მთავარი მწვრთნელი.