ავტორი: ტატო ნიკურაძე

ვატო დადვანი: ჩვენი მთავარი ძალა გუნდურობაა

ვატო  დადვანი: ჩვენი მთავარი ძალა გუნდურობაა
17-12-2020, 21:06
 
   

რამდენიმე წუთის წინ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც თბილისის დინამომ სენსაციური შედეგი დააფიქსირა და მონტენეგროს 8-გზის ჩემპიონი, 13-გზის თასის მფლობელი, ევროპის თასის 2-გზის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იადრან ჰერცოგ ნოვი 11:8 დაამარცხა.

ისტორიული მატჩის დასრულების შემდეგ, Blogsport.ge თბილისის დინამოს წყალბურთელ ვატო დადვანს დაუკავშირდა და მასთან მოკლე კომენტარი ჩაწერა.

-ურთულესი მატჩი იყო. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მაგრამ ტაქტიკურად კარგად ვიყავით მომზადებული და გუნდურობის, ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე შევძელით გამარჯვების მოპოვება.

ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამომავლო წარმატებისთვის. ეს მოგებები ქართულ წყალბურთს ახალ საფეხურზე აიყვანს. -ამბობს ვატო დადვანი.



თბილისის დინამო წელს მეორედ იღებს მონაწილეობს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. ზურაბ რურუას გაწვრთნილი გუნდი B ჯგუფში ასპარეზობს. იადრანთან მოგებამდე ჩვენი გუნდი იტალიურ ბრეშასთან და ესპანურ ბარსელონეტასთან დამარცხდა.