ავტორი: ტატო ნიკურაძე

ჯაიანი უოსპსში ითამაშებს

ჯაიანი უოსპსში ითამაშებს
22-12-2020, 11:02
 
   

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ლაშა ჯაიანი კარიერას ტიტულოვან და ისტორიულ ინგლისურ კლუბ უოსპში გააგრძელებს. ჩვენი ინფორმაციით, 22 წლის მორაგბე, რომელიც ბოლოს ინგლისური ექსეტერ უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა, კლუბს მალე დატოვებს და დასავლეთ ლონდონის გარეუბან ქონვენთრში გადაინაცვლებს.

ლაშა ჯაიანიც ის მორაგბეა, რომელიც 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოირჩა და უკვე ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა თავი. მან „ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში შემოდგომის ერთა თასზე ითამაშა და 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

უოსპსი 1867 წელს, 150 წლის წინ, დაარსებული კლუბია. კლუბს ისტორიაში 12 ტიტული აქვს მოგებული. 2004 და 2007 წლებში არის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული. 6-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის ჩემპიონატი, 2003-2005 წლებში ზედიზედ სამჯერ. ასევე, სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი. 2003 წელს ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის ჩელენჯ თასის გამარჯვებული გახდა. 2008 წელს კი, ინგლისის პრემიერშიფის მოგება მოახერხა. გუნდის მთავარი მწვრთნელი 30 წლის ლი ბლექეტია. დავძენთ, რომ შარშანდელ სეზონში უოსპში პრემიერშიფში მეორე ადგილს დასჯერდა.

გეტყვით იმასაც, რომ უოსპსის ღირსებას ქართველი ბურჯი ზურაბ ჟვანიაც იცავს.