ავტორი: ტატო ნიკურაძე

გოჩა სვანიძე: ხურციძეს არ აქვს იმედი და არეულობას ცდილობს

გოჩა სვანიძე: ხურციძეს არ აქვს იმედი და არეულობას ცდილობს
25-12-2020, 15:56
 
   

ქართულ რაგბიში დაძაბულობა ისევ გრძელდება. ორჯერ ჩაშლილი და 6 თვით გადადებული ნამდვილ წევრთა ყრილობა შეიძლება ისევ ჩაიშალოს. დღეს, ლელო სარასენსის სარაგბო ბაზაზე რაგბის კავშირის გამგეობის წევრები შეიკრიბნენ. ისინი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადებას განიხილავენ, რომელშიც ხურციძე საარჩევნო ყრილობის გადადებას ითხოვს.

აღნიშნული სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და თავდაპირველად არც სხვა პრეზიდენტობის კანდიდატებს -გოჩა სვანიძეს და ირაკლი აბუსერიძეს მისცეს დასწრების საშუალება. ისინი, ოდნავ მოგვიანებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა შეიყვანა. ლაშა (ბაჩო) ხურციძე საერთოდ არ გამოჩენილა.

მანამდე კი, გოჩა სვანიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.


- არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს. ვის აწყობს ჩაშლა? ვისაც არ უნდა განვითარება, ვისაც სჭირდება გარანტია მოგებისთვის. როდესაც ჩვენ დღეს სახლიდან გარეთ გამოვდივართ, არ გვაქვს იმის გარანტია, რომ უკან დავბრუნდებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაბიჯებს ვდგამთ.

ბაჩო ხურციძე აგებს როგორც ჩანს არჩევნებს და მას უნდა გადადება. და რატომ თამაშობენ მის ჭკუაზე სხვები მე ვერ გავიგე. გახსოვთ, რომ გამგეობის თავმჯდომარეც ვიყავი, პრეზიდენტიც ვიყავი და ასე არასდროს გამომიყენებია რაღაც ბერკეტები მანიპულირებისთვის.

სია გადმოგვცეს და სიაში არ ხართო. ხომ მაგარია, არა? მივალ ვესვრი, ვეჩხუბები თუ რა? სიმართლის მოსმენა არ უნდათ. გარედან მოისმენენ სიმართლეს, ცოცხებით გავყრი მაგათ ვინც არიან მანდ",
- განაცხადა გოჩა სვანიძემ.