ავტორი: ტატო ნიკურაძე

მაქსიმე ქვილითაია: საქართველოში დაბრუნებით ბედნიერი ვარ

მაქსიმე ქვილითაია: საქართველოში დაბრუნებით ბედნიერი ვარ
27-12-2020, 23:31
 
   

18-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ფეხბურთის ელიტარულ დივიზიონში დაბრუნებული სამგურალი სერიოზულად ძლიერდება. უჩა სოსიაშვილის გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურობს და რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაიმატა. მათ შორის, ერთ-ერთი რომელიც მომდევნო სეზონში წყალტუბოელთა ღირსებას დაიცავს 35 წლის გამოცდილი მეკარე მაქსიმე ქვილითაიაა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ჩემპიონატში დავბრუნდი. დარწმუნებული ვარ, სამგურალი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.-ამბობს მაქსიმე ქვილითაია.


ქვილითაია ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი მეკარეა. იგი სხვადასხვა დროს: ტყიბულის მესახტეს; ცხინვალის სპარტაკის; ქუთაისის ტორპედოს, თბილისის ლოკომოტივის; ზუგდიდის; საჩხერის ჩიხურას; ცხინვალის ლიახვის და ირანული შაჰინ ბუშეჰრის ღირსებას იცავდა.

გეტყვით იმასაც, რომ მაქსიმე ქვილითაიას ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, როდესაც ჩიხურამ 11-მეტრიანების სერიაში ბურსასპორი დაამარცხა.