ავტორი: ტატო ნიკურაძე

(ექსკლუზივი) ქავთარაძე მეზოშკოვედში ითამაშებს

(ექსკლუზივი) ქავთარაძე მეზოშკოვედში ითამაშებს
5-01-2021, 17:56
 
   

თბილისის დინამომ, გასული სეზონის შემდეგ, ცვლილებები დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მთავარმა მწვრთნელმა , ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა, დატოვა და გუნდს სათავეში გიორგი ნემსაძე ჩაუდგა. ასევე, დინამო დატოვა რამდენიმე ფეხბურთელმა. მათ შორის, ერთ-ერთი ნოდარ ქავთარაძეა. 28 წლის ნახევარმცველი, რომელმაც 2020 წლის ეროვნული ლიგის სეზონში 14 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და დინამოელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, Blogsport.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით კარიერას უნგრულ მეზოშკოვედში გააგრძელებს.

გეტყვით იმასაც, რომ უნგრული მეზოშკოვედის ღირსებას ლუკა ლაკვეხელიანი იცავს. მანამდე კი, აღნიშნულ გუნდში ბუდუ ზივზივაძეც გამოდიოდა, რომელიც მეზოშკოვედიდან უნგრეთის ყველაზე ისტორიულ კლუბ ფეჰერვარში გადავიდა.

ნოდარ ქავთარაძე მოსკოვის ლოკომოტივის აკადემიის აღზრდილია. იგი სხვადასხვა დროს:ტიუმენში; ვოლგაში; დრიუჟბაში; თბილისის ლოკომოტივში; გორის დილაში; ქუთაისის ტორპედოში და თბილისის დინამოში თამაშობდა.




ფოტო: Google