ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბუდუ ზივზივაძე: ქავთარაძეს შეუძლია უნგრეთში გამორჩეული გახდეს

ბუდუ ზივზივაძე: ქავთარაძეს შეუძლია უნგრეთში გამორჩეული გახდეს
5-01-2021, 20:58
 
   

როგორც უკვე ცნობილია, ნოდარ ქავთარაძემ თბილისის დინამო დატოვა და კარიერას უნგრულ მეზოშკოვედში გააგრძელებს. 28 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში დინამოელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო და 14 შეხვედრაში 8 ბურთი გაიტანა.

მეზოშკოვედის ღირსებას ქართველი მცველი ლუკა ლაკვეხელიანი იცავს. გასულ სეზონში კი, ამ გუნდის მაისურით ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა, რომელიც ახლა უნგრეთის ყველაზე ისტორიულ კლუბ ფეჰერვარში ირჯება.

Blogsport.ge ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთში დაუკავშირდა. ჩვენ მას მეზოშკოვედში ნოდარ ქავთარაძის ტრანსფერის შესახებ ვესაუბრეთ.

- მეზოშკოვედი, წინა სეზონისგან განსხვავებით, წელს არაა მოწოდების სიმაღლეზე. გასავარდნ ზონაშია, მაგრამ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, 5-დან 4 შეხვედრა მოიგო. მჯერა, ეს გუნდი შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას და ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ნოდარ ქავთარაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას შეუძლია უნგრეთში გამორჩეული გახდეს და თავის გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.-ამბობს ბუდუ ზივზივაძე


გეტყვით, რომ 16 ტურის შემდეგ მეზოშკოვედს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.