ავტორი: ტატო ნიკურაძე

ირაკლი აბუსერიძე: ღირსეულად წაგება უნდა შეგეძლოს

ირაკლი აბუსერიძე:  ღირსეულად წაგება უნდა შეგეძლოს
7-01-2021, 17:48
 
   

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ, დაძაბულობა არ წყდება. საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს და გამგეობის წევრებს რეგისტრაცია შეუჩერა. მიზეზად კი, გადადებული არჩევნების ჩატარების თარიღის ვადების დარღვევას ასახელებს. ასევე, საჯარო რეესტრში საჩივარი შეიტანა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლაშა (ბაჩო) ხურციძემ.

ამ თემასთან დაკავშირებით ირაკლი აბუსერიძემ Blogsport.ge-სთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა.

- ჩვენ განვიხილეთ საჯარო რეესტრის განცხადება. ყველაფერზე გვაქვს არგუმენტები და ყველაფერი დადასტურებულია რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის და ყრილობის მიერ. მათ შორის, საარჩევნო კრების ლეგიტუმურობის საკითხიც. ყრილობა კი, არის ყველაზე მაღალი ინსტაცია რაგბის კავშირში. თუ იქნება მოთხოვნა ჩვენს არგუმენტებს ყველაფერს დეტალურად წარვადგენთ და ყველას განვუმარტავთ. ასევე, არჩევნების და ჩვენი არგუმენტების ლეგიტიმურობა დადასტურებულია სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ.

ამ ყველაფრის უკან დგას ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ქართული რაგბის პროგრესი. მოგვიახლოვდა პრინციპული მატჩი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ, მალე იწყება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ ქართულ რაგბიზე და თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები გაგვიზიარონ, ჩვენი გუნდი მზად ვართ ამისთვის, რაგბიში ბზარის შემოტანას ცდილობენ.

ჩვენმა გუნდმაც წააგო რაგბის კავშირის არჩევნები 2016 წელს, მაგრამ ღირსეულად მივულოცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს გამარჯვება და ჩვენი ძალებით ვცდილობდით ქართული რაგბის წინსვლაზე ზრუნვას.
- ამბობს ირაკლი აბუსერიძე

შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა 30 დეკემბერს რაგბის კლუბ ლოკომოტივის ბაზაზე გაიმართა. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო, გოჩა სვანიძემ 10. ბაჩო ხურციძემ კი, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.


ფოტოს ავტორი: თაკო კიკალიშვილი