ავტორი: ტატო ნიკურაძე

ექსკლუზივი | ობოაბონამ დინამო ბათუმი დატოვა

ექსკლუზივი | ობოაბონამ დინამო ბათუმი დატოვა
7-01-2021, 21:02
 
   

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ბევრ ლეგიონერს უთამაშია. ზოგმა თავი კარგად დაგვამახსოვრა, ზოგი საერთოდ რომ არ ყოფილიყო არც მაგით დაშავდებოდა რამე. გასულ სეზონში ბათუმის დინამოს ღირსებას 30 წლის ნიგერიელი ცენტრალური მცველი გოდფრი ობოაბონა იცავდა, რომელმაც Blogsport.ge- ს ექსკლუზიური ინფორმაციით შავი ზღვის პირელთა რიგები დატოვა.

ობოაბონას ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. 2013 წელს კი, თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად აფრიკის თასის გამარჯვებული გახდა.

გოდფრი ობოაბონა ბათუმის დინამოს გასულ სეზონში შემოუერთდა და ეროვნული ლიგის განვლილ სეზონში 11 მატჩში 2 ბურთი გაიტანა.

გუნდიდან წასვლის შესახებ, თავად ნიგერიელმა ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს ახალი კონტრაქტის შესათანახმებლად ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანმხდნენ.

გოდფრი ობოაბობა სხვადასხვა დროს: ნიგერიული სანშაინ სტარის; არაბული ალის; თურქული რიზესპორის და ხორვატული გორიცას ღირსებას იცავდა.